პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრენინგი გაიმართა

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 16:43

რუსთავში, „დემოკრატრიული ჩართულობის ცენტრი“-ს ოფისში პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრენინგი გაიმართა  თემაზე „პიროვნული განვითარება“.

ტრენინგში გარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა, მონაწილეობდნენ სხვა ახალგაზრდებიც. ღონისძიებას დაესწრო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე.

ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ცხოვრების ეფექტური დაგეგმვის, ინფორმაციების მოძიებისა და მისი გამოყენების, კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფომაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

ტრენინგში მონაწილეობა 20-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41