უგო ჩავესის ბალზამირება აღარ მოხდება

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 15:45

ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ 5 მარტს გარდაცვლილი პრეზიდენტის უგო ჩავესის ბალზამირება, როგორც ფიქრობდნენ, არ მოხერხდება.

 

გასულ კვირას ნიკოლას მადურომ პირობა დადო, რომ ჩავესის სხეულის ბალზამირება მოხდებოდა და მას დაასვენებდნენ მავზოლეუმში ლენინის, ხო ში მინისა და მაო ძედუნის მსგავსად.

თუმცა, ვენესუელაში ბალზამირებისთვის ჩასულმა რუსმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბალზამირებას ვერ გააკეთებდნენ, რადგანაც გარდაცვალებისთანავე საჭირო პროცედურების ჩატარება არ მოხდა და მათი ჩასვლისას ბალზამირება უკვე დაგვიანებული იყო.

„რუსი და გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რათა მოეხდინათ ჩავესის ბალზამირება, მაგრამ როგორც მათ გვითხრეს, საჭორო იყო, რომ სხეული მოგვემზადებინა წინასწარ, და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებლობელი“ - თქვა მადურომ.

ოფიციალური გლოვა ვენესუელაში 15 მარტამდე გაგრძელდება.

დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე უგო ჩავესის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41