„Agile spirit 2013“-თან დაკავშირებით თეატრალურ უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 15:47

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile spirit 2013“-თან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის  წარმომადგენლები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ქართულ ამერიკული სწავლების სპეციალურ სცენარში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა 25-კაციანი ჯგუფი ავღანელი მოსახლეობის როლს შეასრულებენ, რაც სამხედრო წვრთნას რეალობასთან მაქსიმალურად მიაახლოვებს.

გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს პრეზენტაცია ავღანეთის და ISAF-ის ოპერაციის შესახებ და დეტალურად აუხსნეს, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან სტუდენტები ერთობლივ სწავლებაში.

სწავლების აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყება და 29 აპრილს დასრულდება. სამხედრო წვრთნები კი 5 აპრილს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44