ბენდუქიძე დარღვევებს პრინციპულად არ ასწორებს

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 15:18

განათლების სამინისტროს მიერ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეწყვეტას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე გამოეხმაურა.

პრემიერმა სტუდებტებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არც ერთი სტუდენტი არ დაზარალდება.

"რა თქმა უნდა, კითხვა ჩნდება, რატომ დაიწყო შემოწმება ამ უნივერსიტეტიდან, ამ თემაზე მარგველაშვილთანაც მქონდა კამათი. მარტივი პასუხი არსებობს, რომ პროფესორ-მასწავლებლებმა საჩივარი დაწერეს და კომისია ვალდებული იყო საჩივარზე რეაგირება მოეხდინა. არავინ არავის არ ავიწროებს, მათ შორის, არც ბენდუქიძეს. კომისისამ, რომელიც იქ შევიდა, აღმოაჩინა დარღვევები და მას მისცეს დრო მათ გამოსასაწორებლად. ბენდუქიძე პრინციპულად არ ასწორებს ამ შეცდომებს და თვლის, რომ ის სხვა პიროვნებაა და უნდა იცხოვროს ისე, როგორც უნდა", - განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის განცხადებით, უნივერსიტეტების შემოწმება გაგრძელდება და კომისიის შენიშვნების გათვალისწინება სხვა უნივერსიტეტებსაც მოუწევთ.

პრემიერ-მინისტრი რეგიონული მედიის კითხვებს "ექსპო ჯორჯიაში" 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45