ფრანცისკო პირველმა მილოცვები უკვე მიიღო

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 15:34

რიგით 266-ე პაპმა ფრანცისკო I-მა წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს უკვე  მიმართა  და მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის. პაპმა მილოცვა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებისგან მიიღო,  მათ შორის, არგენტინის, კუბისა და ბრაზილიის უმაღლესი პირებისგან. ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლიმა კი სრული სერიოზულით აღნიშნა, რომ ლათინო-ამერიკელის პაპად არჩევა აწ გარდაცვლილი უგო ჩავესის დამსხურებაა, შედარებით თავშეკავებული იყო ვაშინგტონისა და ბრუსელის რეაქცია, ასევე პაპს არჩევა მიულოცა გი მუნმა.

რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა. იგი 76 წლისაა. ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. იგი ამიერიდან როგორც ფრანსისკ პირველი მოიხსენიება.

წმინდა პეტრეს ტაძარში, სიქსტის კაპელას ბუხრიდან კვამლი თბილისის დროით  გუშინ, 22:00 საათზე გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოებას ამცნო, რომ ახალი პაპი არჩეული იყო. ახალი პაპი კარდინალი-პროტოდიაკონმა ლათინურ ენაზე მიმართვისას დაასახელა. რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი - 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი - აშშ-ს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5