ქუთაისს პარლამენტი ვერ უშველის - ბიძინა ივანიშვილი

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 15:01

ქუთაისის პარლამენტის უდიდესი შენობა არაეფექტური და გამოუყენებელია, ამიტომ მე გამიჭირდება ვთქვა, რა ფუნქცია შეიძლება მიენიჭოს შენობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"პარლამენტის შენობა არის ძალიან რთული და გაუთვლელი შენობა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ზაფხულში დეპუტატები შენობაში მუშაობას მოახერხებენ",- განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის განმარტებით, დასრულდება თუ არა ქუთაისის პარლამენტის შენობა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და ამ დრომდე შესწავლის პროცესი მინდინარეობს.

"ქუთაისს პარლამენტი ვერ უშველის. თითქმის ერთი წელია იქ კი ფუნქციონირებს პარლამენტი და სააკაშვილს ჰქონდა განცდა, რომ ამით ქუთაისი აყვავდებოდა, მაგრამ ქუთაისი პარლამენტით ვერ აყვავდება. აუცილებელია საწარმოების ამოქმედება და ჩვენ ამას დროში აუცილებლად გავაკეთებთ", -განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55