ვერც ევროპელები და ვერც ამერიკელები ქართველებს ტოლერანტობას ვერ გვასწავლიან - ბიძინა ივანიშვილი

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 14:56

ქართველებს შეიძლება ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ევროპელებისა და ამერიკელებისგან, თუმცა, ტოლერანტობას ვერავინ გვასწავლის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში მეჩეთი და ეკლესია გვერდიგვერდ დგას და ქართველი მოსახლეობა დიდი პატივისცემით არის გამსჭვალული სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების მიმართ. ასევე, მისივე თქმით,  ქართველი მუსლიმები ისეთივე ქართველები არიან, როგორც მართმადიდებლები "და თუ არ ჰყოფნით სალოცავები, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და მივცეთ საშუალება მათ ააშენონ მეჩეთები".

ივანიშვილი წინა ხელისუფლებას აბრალებს, რომ მეჩეთის მშენებლობასთან წარმოქმნილი პრობლემები ხელოვნურად იყო წარმოქმნილი და მას ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვს, პირიქით, პრემიერ-მინისტრმა სურვილი გამოთქვა ბათუმში თავად მიიღოს მონაწილეობა მეჩეთის მშენებლობაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51