თუ ფაქტები გაქვთ, სადაც ბესელია ამბობს, რომ მას ჩააბარეს ფოთი, ის პარტიიდან გაირიცხება - ბიძინა ივანიშვილი

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 13:27

TSpress-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, ეკა ბესელიას, შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს, ფოთში ერთპიროვნულად დანიშნოს ან გაათავისუფლოს ვინმე, ჩაერიოს ბიუჯეტის ფორმირებაში, დაკავებაში, აკონტროლებს მერიას, საკრებულოს და იქ მისი რეკომენდაციებით ინიშნებიან ადამიანები. ამ შეკითხვის საპასუხად კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი ბესელია აცხადებს, რომ მას ფოთი ჩააბარეს, ეს საკმარისი იქნება მისი პარტიიდან გასარიცხად.

"რეკომენდაციის გაწევა, ალბათ, მისაღებია, მაგრამ მართვას თუ ეს ქალბატონი ახერხებს, ეს ძალიან ცუდია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, თუ ბესელია მართლაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა ფოთი.

"ჩემი არაა ფოთი, რომ ჩავაბარო და არც საქართველო არ არის და, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ უნდა იგულისხმებოდეს. როგორ ვიკადრებ, რომ ვთქვა, ჩავაბარე ვინმეს ის, რაც ჩემი არაა? თქვენ თუ ამის ფაქტები გაქვთ, რომ ბესელია ამბობს, რომ მას ჩააბარეს ფოთი,  მაჩვენოთ და საკმარისი იქნება, რომ ის პარტიიდან გაირიცხოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

-

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55