შინაგან საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 12:32

შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში, ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. მინისტრი შეხვედრებს გამართავს ქ.ლიონში, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი -ალექსანდრე არაყიშვილი და შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი - თამარ ტალიაშვილი.

დღეს გაიმართება შეხვედრა ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელთან. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს მიერ „ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების" (პასპორტი და პირადობის მოწმობა) აღიარების შესახებ.

,,ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტი"-ს მფლობელებს, ინტერპოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, საზღვრის კვეთის დროს, მიენიჭებათ სპეციალური ვიზის სტატუსი (უვიზო რეჟიმი, დაჩქარებული ვიზა ან სხვა სახის სპეციალური ვიზა).

აღნიშნულის გარდა, დაგეგმილია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სტრუქტურაში შემავალ სხვადასხვა ქვედანაყოფებთან შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალი სამოქმედო პრიორიტეტების დაგეგმვას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45