უნდა დაირღვეს დემოკრატიული ცენტრალიზმი, ეს საშინელებაა, რაც მივიღეთ ბოლო 9 წლის განმავლობაში - ბიძინა ივანიშვილი

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 12:32

საზოგადოებამ სახელმწიფოს მართვა ვერ ისწავლა, ამისთვის კი აუცილებელია საზოგადოების ჩართვა დაიწყოს რეგიონების დონეზე. თვითმმართველობების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ხალხს მთავრობის მმართველობის პროცესში უშუალო მონაწილეობის მისაღებად, - ასე დაიწყო პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

"ჩვენ მოვახერხეთ და მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტრატეგია თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლითაც უნდა მომზადდეს საჭირო ინიციატივათა პაკეტი. ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონალური თვითმმართველობა, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებში ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო მათი მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. 3 500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები, რომლებიც გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩაერთვებიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის განცხადებით. ადგილობრივი რეფორმა მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, რადგაც ის აცნობიერებებდა, რომ საზოგადოება ფილტრის როლს ვერ ასრულებდა. "ხალხი ვერ ახერხებს აკონტროლოს ხელისუფლება, სწორედ აქედან გამოდინარეობს ძირითადი პრობლემა".

"კონტროლი. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება არის ძირითადი ბერკეტი, რომ საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და ხელისუფლების კონტროლში. უნდა დაირღვეს დემოკრატიული ცენტრალიზმი, ეს საშინელება, რაც მივიღებ ბოლო 9 წლის განმავლობაში და მმართვის ბერკეტები უნდა გადაეცეს რეგიონებს“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელთან შეხვედრას მართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59