კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობოები პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებს განახორციელებენ

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 12:26

კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და აჭარაში პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დანაშაულის პრევენციის მხარდამჭერ პროგრამებს განახორციელებენ.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ”აფხაზეთი” ორ პროექტს სამეგრელოში, ერთს კი კახეთში წარმართავს. ანალოგიურ პროექტს აჭარაში ” წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ბათუმი” განახორციელებს. აღნიშნულ პროექტებს პრობაციის ეროვნული სააგენტო დააფინანსებს.

რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად გამოვლენილი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები გაივლიან ფსიქო-სარეაბილიტაციო და სოციალური უნარების განვითარების 4-თვიან პროგრამებს.

გამოცდილი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ტრენინგები პრობაციონერებს საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და თვითრეალიზაციაში დაეხმარება. სპეციალური პროგრამით მუშაობა ასევე წარიმართება არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებთან.

უახლოეს მომავალში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ანალოგიური პროექტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პირობით მსჯავრდებულთა მიმდინარე სარეაბილიტაციო პროგრამები სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41