,,ქართული ოცნების“ სახით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საიმედიო დასაყრდენ პარტნიორს ხედავს

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 11:53

მე მოვისმინე სრულიად ცალსახა პოზიცია იმის თაობაზე, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ სახით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ხედავს საიმედიო დასაყრდენ პარტნიორს ქვეყანაში და ეს მხოლოდ გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იმის შესაძლებლობა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ შესაძლოა საქართველოში გარკვეული პროგრამები განახორციელოს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) გამართული შეხვედრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, დემოკრატია და საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა იყო. მისივე თქმით, ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს პოლიტიკური პარტიების განვითარების პროგრამებს.

,,დღეს ჩვენ შევთანხმდით ყველა საკითხზე - იმის თაობაზე, თუ რა სჭირდება პირველ რიგში ქვეყანას, დემოკრატიას. მე განსაკუთრებთ ვთხოვე ჩვენს მეგობრებს, რომ გააგრძელონ სერიოზული დახმარება საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის, პირველ რიგში ოპოზიციური პარტიების განვითარებისთვის. ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ ძლიერი მმართველი კოალიცია, არამედ ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი გააგრძელებს თავის პროგრამებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებში შეხვედრები გამართა. დავით უსუფაშვილთან ერთად ქართულ დელეგაციაში თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდნენ. ქართველი პარლამენტარები Freedom House-ის პრეზიდენტს, დევიდ კრამერს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტს, ჯიმ მარშალს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, ლორნე კრეინერს შეხვდნენ.

Freedom House-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვიონ საქართველოს, რათა მონიტორინგი გაუწიონ მედიის სფეროში არსებულ სიტუაციას და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43