დავით უსუფაშვილმა ვაშინგტონში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 11:39

,,ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესაძლებლობაზე, რომ დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე შეთანხმების შესახებ. ვინაიდან ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი და ველოდებით მალე ხელშეკრულების ხელმოწერას, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოგვარებული იქნება. კონგრესშიც და სენატშიც ფრიად გაოცებული დარჩნენ, რომ დღეისთვის აშშ-ს კერძო ბიზნესი ქართულ ბაზარზე ნაკლებადაა წარმოდგენილი“, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი აზრით, აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრობლემა, ასევე არასტაბილურობა, ომი და ომის შემდგომი პერიოდი, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არანაკლები სირთულეებია სტაბილურობის თვალსაზრისით, მაგრამ ამერიკული ბიზნესი იქ გზას იკვალავს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის კონგრესის ორივე პალატაში, გუშინ გამართული შეხვედრების მთავარი თემები საგარეო და სავაჭრო ურთიერთობები იყო. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სამხედრო ურთიერთობების პერსპექტივევბზე.

,,ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. ძალიან მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორები აპირებენ კიდევ უფრო გააუმჯობესონ ჩვენთან ურთიერთობა ინტესივობისა და მოცულობის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა. მან ასევე კომენტარი გააკეთა მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე და ,,ამნისტიის კანონის“ შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42