დავით ნარმანია საზოგადოებას ხვალ ანგარიშს ჩააბარებს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 22:58

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მთავრობის ახალი პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ - ფარგლებში საზოგადოებას ხვალ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.

დავით ნარმანია დეტალურად ისაუბრებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ. რეგიონული განვითარების სამინისტრომ ამ მიმართულებით პირველი ეტაპი - მუნიციპალიტეტებიდან და სამხარეო ადმინისტრაციებიდან პროექტების მიღების პროცესი დაასრულა და მეორე - პროექტების შერჩევის პროცესს იწყებს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან მთლიანობაში 200 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, მინისტრი განცხადებას გააკეთებს რეგიონებში განსახორციელებელ კიდევ ერთ პროექტზე - სოფლის დახმარების პროგრამაზე და ამ მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე.

ბოლოს კი, დავით ნარმანია მედიას მიაწვდის ინფორმაციას იმ მსხვილი ტენდერების შესახებ, რომელიც სამინისტრომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოაცხადა, აგრეთვე, იმ სამუშაოების შესახებ, რომლებიც დასრულებული საერთაშორისო ტენდერების შედეგად მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული ახალი პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ - მიზანია, მთავრობის მუშაობა გახადოს უფრო ღია და გამჭვირვალე და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი.

 შეხვედრა ხვალ, 14:00 საათზე,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართება.

მისამართ: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 12

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42