ლატვია აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 20:16

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით ლატვიის რესპუბლიკას ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ინესე ლიბინა-ეგნერესთან. ამასთანავე, შეხვედრები გაიმართა ლატვიის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელებთან, ლატვიის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და ასევე რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება ლატვიაში განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმებისა და რეგიონული მმართველობის საკითხებში.

ლატვიურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალში აღნიშნულ სფეროში გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით. შეხვედრებზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლატვია აქტიურად განაგრძობს მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს.

ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46