ალექსი პეტრიაშვილმა 40-მილიონიან საფინანსო შეთანხმებას მოაწერა ხელი

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 19:21

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, როგორც ევროკავშირის დახმარებათა ეროვნულმა კოორდინატორმა, საქართველოს მთავრობის სახელით და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა თბილისში ხელი მოაწერეს 40 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმებას.

დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატური პროგრამის 2012 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას.

საფინანსო შეთანხმებით განსაზღვრული 40 მილიონი ევროდან 18 მილიონი ევრო პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც საქართველო სამ ტრანშად მიიღებს, ხოლო 22 მილიონი ევრო მოხმარდება სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე საგრანტო პროექტებისა და ექსპერტული დახმარების პროგრამების განხორციელებას, ასევე, პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს, აუდიტსა და განხორციელებული რეფორმების შეფასებას.

როგორც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ისეთი პრიორიტეტული დარგისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა, აგრარული სექტორი საქართველოს ხელისუფლებისათვის იმთავითვე, პირველივე დღიდან იყო ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ეს დარგი და ეს მიმართულება დარჩება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ ამ სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რომ ჩვენ მივიღეთ ეს შეთანხმება.“

თავის მხრივ ფილიპ დიმიტროვმა ისაუბრა ხელშეკრულების მზადების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „ეს არის ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც კონკრეტულ, ცალკეულ სექტორზე გამოიყო ევროკავშირის მიერ“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42