ჩერქეზული თემატიკის წიგნების გამოფენა ხვალ გაიმართება

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 17:48

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღსანიშნავად მოეწყობა თბილისში გამოცემული ჩერქეზული თემატიკის წიგნების გამოფენა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება „ჩერქეზული გზამკვლევის“ პრეზენტაცია. სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე შესრულებული ეს ნაშრომი გამოსაცემად მომზადდა ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ. მდიდარი და მრავალფეროვანი ფოტომასალით დასურათებული ინფორმაციული გზამკვლევი საშუალებას იძლევა გაიცნოთ ჩერქეზეთი, მისი ისტორია, კულტურა, ტრადიციები და თანამედროვეობა.

პრეზენტაციას დაესწრებიან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ჩერქეზული რესპუბლიკებიდან, თბილისის ჩერქეზული საზოგადოება, კულტურის მოღვაწეები, პროფესორები, სტუდენტები, სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ჩერქეზული კულტურის ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

გამოფენა გაიმართება ხვალ,  15 საათზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45