ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრო

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 17:10

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ- მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრო. შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ფორუმი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კარგი საშუალებაა. ფორუმის სახელწოდებაა "Georgian Gateway 2013".

ორდღიან ფორუმში ისრაელის 25 კომპანიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ისრაელის დელეგაცია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციებისა და ფარმაცევტულ დარგში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებისა და ინვესტორებისგან შედგება.

საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი ისრაელის საელჩოს, BDO საქართველოს, BDO ისრაელისა და Georgian Gateway-ს ორგანიზებით იმართება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44