თავდაცვის მინისტრისა და რიგითი ჯარისკაცის დაზღვევა გათანაბრდა

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 17:08

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 მარტიდან  თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ყველა თანამშრომელი, რიგითი ჯარისკაცი ერთნაირი სადაზვევო პაკეტით სარგებლობს.

ახალი დაზღვევის პირობები სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა დღეს, თავდაცვის უწყების თანამშრომლებს გააცნეს. მათ სტანდარტული და გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სს „ჯი პი აი ჰოლდინგი“ ღია ტენდერის მიხედვით შეარჩია. კომპანიას რეგიონალური ინფრასტრუქტურა, საქართველოს მასშტაბით, სრულად აქვს გამართული და თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 11 ფილიალს მოიცავს.

სტანდარტული სადაზღვევო პაკეტი შემდეგი სახის მომსახურებებს მოიცავს: 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციები კვირაში 7 დღის განმავლობაში; გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; პროფილაქტიკური კვლევის დაფინანსება წელიწადში ორჯერ; გადაუდებელი სტაციონარულ მკურნალობა; მშობიარობა; გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება; სიცოცხლის დაზღვევა; სამოგზაურო და სხვა ტიპის დაზღვევები. სტანდარტული პაკეტი, ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირის ოჯახის წევრების დაზღვევასაც ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდათ ყველა სხვა გაუმჯობესებული პაკეტის შესახებაც, სპეციალური VIP პაკეტის ჩათვლით. პრეზენტაციის შემდეგ, „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55