ნოდარ ხადური ხვალ ფოთში შეხვედრებს გამართავს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 17:06

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ხვალ სამუშაო შეხვედრებს ფოთში გამართავს. ფინანსტა მინისტრი  რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ფინანსთა  სამინისტროს სამსახურების მუშაობას გაეცნობა, შეხვდება ადგილობრივ ხელისუფლებას.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად, შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი, მომსახურების სააგენტოს უფროსი გიორგი ჯავახიშვილი, ქ.ფოთის მერი დავით სარსანია.

ფინანსთა მინისტრი ფოთის მერიაში (აღმაშენებლის#12) შეხვედრას 12:00 საათზე   გამართავს, რის  შემდეგ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერებს ფოთის თეატრს, სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს, სტადიონ „კოლხეთს,“ ზღვის სანაპირო ზოლს. ნოდარ ხადური შეხვედრებს გამართავს ფოთის გეზში, შეხვდება ფოთის პორტში საბაჟოს, ასევე საგამოძიებო სამსახურის ფოთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებს.

 ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გიორგი ჯავახიშვილი ფოთში ახალ საბითუმო/საცალო მაღაზიას (ფარნავაზ მეფის ქუჩა #6) 14:00 საათზე გახსნიან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46