\"უფლებადამცველთა გაერთიანება\" კერძო იპოთეკარების თაღლითობაზე მასალებს პროკურატურაში შეიტანს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 16:37

"უფლებადამცველთა გაერთიანება" კერძო იპოთეკარების თაღლითურ სქემაზე მასალებს  პროკურატურაში შეიტანს, - ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების ’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაერთიანებას  საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ორგანიზებულ დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ, რომლის შემადგენლობაში შედიან მზია ნათენაძე, ტატიანა ქანთარია, მარინა ხუციშვილი, მოქალაქეებთან აფორმებენ იპოთეკის, სესხის ხელშეკრულებებს და შემდგომში ეუფლებიან მათ ქონებას საკმაოდ მიზერულ ფასებში. ეს ადამაინები მოქმედებენ წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის თანახმად და რატომღაც ამ ადამიანებით არავინ დაინტერესებულა.

"ეს ადამიანები, რომლებიც სისტემატურად დებენ იპოთეკის ხელშეკრულებებს და ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე უმალავენ სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ დაჯგუფებას წინა ხელისუფლებაში ჰყავდა ძლიერი ლობი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მზია ნათენაძის მიერ მოვალეებთან დაფიქსირებული მისი პოზიცია, რომ ის არის ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაზემ.

უფლებადამცველის განცხადებით,აღნიშნული ჯგუფის ქმედებეში შეინიშნება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლი (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე მუხლი (უკანონო შემოსავლების ლეგალიზიცია) დანაშაულის ნიშნები.

"უფლებადამცველთა გაერთიანების ’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძე აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის თაობაზე ხვალ მასალებს პროკურატურაში შეიტანს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5