ბენდუქიძის დაფინანსებულ "ტაბულაში" დღეს სპეციალური გადაცემა გავა

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 16:37

ტელეკომპანია "ტაბულას" ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს სპეციალური გადაცემა გავა ეთერში. მისი განცხადებით, ამ­ჟა­მად სტუ­დი­ა­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და გადაცემა არაგეგმიურად გავა ეთერში.

"ჩვენ გავალთ ეთერში არაგეგმიურად იმ სტუდიიდან, სადაც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა

ასევე, მისი განცხადებით, ტელეკომპანია "ტაბულას" მხარდაჭერას უწევს თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე.

"ის ზრდის მომავალ თაობას და ამავდროულკად აფინანსებს ტელვიზიას, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ და სწორედ ეს ახლაგაზრდა ფორუმი იქნება პირველ რიგში გადაცემაში მოწვეული", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, დღეს,  22 სა­ათ­ზე "ტა­ბუ­ლას"  ეთერ­ში გა­და­ცე­მის თე­მა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა იქნება. გა­და­ცე­მა­ში მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან აგ­რა­რუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ინფორმაცია ჟურნალ "ტაბულას" ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46