საპარლამენტო დელეგაცია ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ შეხვედრებს ლატვიასა და ლიტვაში აგრძელებს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 15:20

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, მესამე დღეა ოფიციალურ შეხვედრებს მართავს ლატვიისა და ლიტვის პარლამენტებისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან.

ვიზიტის მიზანია, ქართული დელეგაციის მიერ ლატვიისა და ლიტვის გამოცდილების გაცნობა თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოს, ლატვიისა და ლიტვის და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ნოდარ ებანოიძე, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ვიზიტი ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

დღეს დელეგაცია ვილნიუსში გამგზავრება და შეხვედრას გამართავს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადრონიუს აჯუბალისთან და კომიტეტის სხვა წევრებთან, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარერსთან, ვალენტინას ბუკაკუსკასთან

ვახშამს, რომელსაც სეიმის პირველი ვიცე-სპიკერი, ბოტონ ვიტატუტას გაპსისი ქართული დელეგაციისთვის გამართავს, დაესწრებიან სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გედიმინას კირკილასი და მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ვალენტინას ბუკაუსკასი

ვიზიტი 15 მარტს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46