რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება დღეში

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 17:23

რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება დღეში იმისათვის, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ? ამაზე პასუხი კანადის ჯანმრთელობის სამინისტრომ გაგვცა. ადამიანს, საშუალოდ, დღეში 400 გრ ყავის დალევა შეუძლია. ჭიქებში თუ გავანაწილებთ, ეს დაახლოებით 2 საშუალო ფინჯანი ყავაა.

თუმცა, მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ეს საშუალო სტატისტიკური მონაცემი შეიძლება შეიცვალოს ადამიანის სქესისა და გენეტიკური მონაცემების მიხედვით. ასევე, ყავის ნორმის განსაზღვრისას იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა პრეპარატებს იღებს ადამიანი. მაგალითად, ქალის ორგანიზმი, როცა ის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს, კოფეინს ნელა შეითვისებს.

აი, ორსულებმა კი დღეში 2-ჯერ ნაკლები ყავა უნდა დალიონ, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფმა ქალებმა - მხოლოდ 200 გრ (1 საშუალო ფინჯანი ყავა).

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46