მინდორაშვილმა და დარჩიამ ევროპირველობისთვის შვიდეულები დაასახელეს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 14:29

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ევროპირველობისთვის ბორჯომში ემზადებიან. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე ნაკრების მწვრთნელებმა ის შემადგენლობები დაასახლეს, რომლითაც კონტინენტის პირველობაზე წარსდგებიან.

რევაზ მინდორაშვილმა თავის შემადგენლობაში ის მოჭიდავეები აირჩია, რომლებსაც წარმატებული გამოსვლა ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში. ხოლო, ბერძენ-რომაელთა მთავარი მწვრთნელი დარჩია იმ შვიდეულს აჭიდავებს, რომლითაც ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა.

აქვე გეტყვით, რომ 18 მარტს ტურნირის კენჭისყრა გაიმართება, 19-22 მარტს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები შვიდივე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 19 მარტს მედლები 66 და 96 კილოგრამებში გათამაშდება, 20 მარტს - 55 და 60 კილოგრამებში, 21-ში - 74 და 120, ხოლო 22-ში-84 კილოგრამში.

აღნიშნული ტურნირის მედია მხარდამჭერი გახლავთ Geonews.ge და GNTv-ი,allsport.ge რომელიც აქტიურად გაგაცნობთ განვითარებულ მოვლენებს. როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურმა ექსკლუზიურად გვაცნობა, ევროპის ჩემპიონატს ანსამბლი "ერისიონი" გახსნის.

19-24 მარტი. თბილისი. სპორტის სასახლე. ევროპის ჩემპიონატი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

55 კგ - გიორგი ედიშერაშვილი

60 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

66 კგ - კონსტანტინე ხაბალაშვილი

74 კგ - დავით ხუციშვილი

84 კგ - დავით მარსაგიშვილი

96 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

120 კგ - გენო პეტრიაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

55 კგ - ლაშა გოგიტაძე

60 კგ - რევაზ ლაშხი

66 კგ - მანუჩარ ცხადაია

74 კგ - ზურაბ დათუნაშვილი

84 კგ - ვლადიმერ გეგეშიძე

96 კგ - სოსო ჯაბიძე

120 კგ - გურამ ფერსელიძე

 

სალომე ბალახაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42