ვანოს ძალიან უჭირს და რაღაც უნდა მოიფიქროს - ბიძინა ივანიშვილი

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 14:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ძალიან უჭირს და რაღაც უნდა მოიფიქროს. პრემიერი მერაბიშვილის აქტიურობას გირგვლიანის საქმის გამოძიების გადაფარვას და დასრულებას უკავშირებს.

"რეალურად მესმის, რა სურს ვანოს, მაგრამ გარწმუნებთ, მე ამ პროცესში არ ვერევი. გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩქარდება და ვანოს ძალიან უჭირს და რაღაც უნდა მოიფიქროს. თურმე, მისთვის სულ ერთი არ არის ჩვენი სტრატეგია და ევროპაზე უარის თქმა. არც ერთი სიტყვა ევროპაზე არსად გვითქვამს და ვანო ამტვრევს ღია კარს, რადგან დახურვის თავი აღარ აქვს. მას ცუდად, ძალიან მძიმედ აქვს საქმე, თვითონ ეს იცის, ბევრი კითხვა აქვს პროკურატურას მასთან და ცდილობს, არაფრისგან რაღაც მითები შექმნას", - აღნიშნა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას 19 აპრილის აქციაში მონაწილეობისკენ გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა. რაზეც პრემიერ-მინისტრმა კომენტარი ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5