გიორგი თევზაძე მთავრობას პრემიებისგან გამოთავისუფლებული ხარჯებით მეტი სოციალური პროგრამების განხორციელებას სთხოვს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 14:17

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”თქვენი უფლებებისათვის” სპიკერი და უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიესალმება მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომელიც პრემიებზე უარის თქმას ეხება და ინიციატივით გამოდის, გამოთავისუფლებული სახსრებით მეტი სოციალური პროგრამების განხორციელება მოხდეს.

თევზაძის განცხადებით, წლების მანძილზე განხორციელებულმა კვლევებმა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა ის მანკიერი ფორმები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უწყებებში არსებულ; პრემიების გაცემის მდგომარეობას. მისივე თქმით, პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრემირების სისტემას სამსახურები იყენებდნენ როგორც ხელფასის ერთ-ერთ სახეს და არა როგორც წახალისების ფორმას.

“სახელმწიფო სახსრებისა და ქონების მიზნობრივ მართვაზე საზოგადოების კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული ამ სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და ქონების ეფექტური მართვის ხარისხზე. სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება საბიუჯეტო კანონმდებლობის შემუშავებისას შესაბამისი პროფილის არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მოთხოვნების მაქსიმალური ასახვა, რათა უზრუნველყოფილი იქნას სოციალური სამართლიანობა", - აცხადებს გიორგი თევზაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45