სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 14:15

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, ორი დღის წინ, საწვრთნელი ფრენის შესრულებისას EA-6B Prowler-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ეკიპაჟის წევრების დაღუპვა მოჰყვა. EA-6B Prowler ოთხკაციან ეკიპაჟზეა გათვლილი. თუმცა იმ საბედისწერო გაფრენისას მის ბორტზე მხოლოდ სამი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ერთ-ერთი ფერმის მინდორში ჩამოვარდა. მომხდარს ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალური სამმართველო იძიებს.

კატასტროფის მიზეზების დადგენამდე, ამ ტიპის თვითმფრინავის ფრენები შეჩერებულია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51