ბიძინა ივანიშვილი - ქართული ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალი ფონდები შეიქმნება

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 13:50

საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ქართული ეკონომიკური სივრცის და ბაზრის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ბაზარი დღეს პრაქტიკულად არ არსებობობს ის საწყის ეტაპზეა.

 ბაზრის განვითარებისთვის პრემიერმა ორი ფონდის შექმნაზე ისაუბრა. ერთ-ერთია "თანაინვესტირების ფონდი", რომელიც პირველ ეტაპზე უკვე წარმატებულ ბიზნესმენებს დააკავშირებს ერთამანეთთან და უცხოელებთან. ხოლო შემდეგ უკვე, ნებისმიერი მოქალაქის კარგად დამუშავებულ და პერსპექტიულ პროექტებს განიხილავს.

„ ეკონომიკის სფერო პრაქტიკულად აუთვისებელია, ასე ვთქვათ, ბაზარი ცარიელია, საწყის ეტაპზეა და დასაწყისია ეკონომიკის აღორძინების. მხედველობაში მაქვს, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში სხვა კანონები და სხვა სიტუაციაა და უფრო რთულია ბიზნესის წარმოება, რადგან უფრო დიდია კონკურენცია.  ბაზარზე საწყის ეტაპზე და დასაწყისში განსაკუთრებული სიიოლე შეიძლება მოიპოვის ბიზნესმენმა ბიზნესის დაწყებისათვის. ჩვენ იმაზეც ვიზრუნებთ, რომ სავიზო რეჟიმი გაიოლდეს, რეისებიც უფრო მოხერხებული გახდეს და ფასმაც დაიწიოს. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ იმ          კომპანიასთან, რომელიც მართავს აეროპორტს. არ მინდა დავასწრო მოვლენებს, მაგრამ მგონია, რომ აქაც შეიძლება გარკვეულ წარმატებებს მივაღწიოთ.

ორი ფონდი ფუძნდება. მე შევჩერდები მხოლოდ „თანაინვესტირების ფონდზე“, რომელშიც მონაწილეობას თავისი კაპიტალით მიიღებენ წარმატებული ქართველი ბიზნესმენები, ეს პირველ ეტაპზე. მომავალში, როდესაც თქვენ გაეცნობით ფონდს, შეგიძლიათ ნებისმეიერ თქვენგანს თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ და თუ თქვენ გექნებათ ბიზნეს პროექტი, რომელიც იქნება ეკონომიკურად დასაბუთებული და სტაბილური,  შეგიძლიათ წარადგინოთ პროექტი. ეს "თანაინვესტირების" ფონდი არ არის სოციალური ფონდი, ეს იქნება სუფთა კომერციული ფონდი. ამ ფონდს შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს პარტნიორობა გაუწიოს. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უცხოელი ბინესმენებისათვის ძალიან საინტერესოა ადგილობრივი პარტნიორის დახვედრა და ეს ძალიან მარტივებს ბიზნესს, განსაკუთრებით, დასაწყისისთვის" - განაცხადა პრემიერმა.

დღეს სასტუმრო "Holiday Inn-ში" საქართველო - ისრაელის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ორდღიან ფორუმში ისრაელის 25 კომპანიის 65-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისრაელის დელეგაცია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციებისა და ფარმაცევტულ დარგში მომუშავე კომპანიებისა და ინვესტორებისაგან შედგება. ფორუმში აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

ფორუმის მიზანია ისრაელისა და ქართული კომპანიების თანამშრომლობის განვითარება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43