"ბარსას" კრიტიკოსებს გაჩუმება მოუწევთ

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 13:55

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში, რომელიც "ბარსელონასა" და "მილანს" შორის გაიმართა, გაირკვა, რომ ტიტულისთის ბრძოლას კატალუნიელები გააგრძელებენ. მატჩის შემდეგ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის წარმატებული გამოსვლა შეაფასა და იქვე დასძინა რომ კრიტიკოსებს გაჩუმება მოუწევთ.

"ბოლო დროს "ბარსელონას" ძალიან ბევრი აკრიტიკებდა. ისმოდა, რომ "ბარსელონას" დიდება ქრებოდა, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ ეს ასე არა. "ბარსა" დიდი გუნდია და ის ყოველთვის მაღალი მიზნებისკენ იბრძოლებს. ამ თამაშის შემდეგ კრიტიკოსებს გაჩუმება მოუწევთ.

ჩვენ ლიგის მეოთხედფინალში ვართ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ ვისწრაფვით. ეს მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის ტიტულია. არ ვიცით წილისყრა ჩვენს მეტოქედ ვის გამოავლენს, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ვიბრძოლებთ მხოლოდ მოგებისთვის", - აღნიშნა მან. როურამ პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზი, გუნდის მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო,მისი თქმით, საპასუხო შეხვედრის სამზადისში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" "კაპ ნოუზე" "მილანი", საპასუხო შეხვედრაში 4:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდება. "ბაიერნი" "არსენალს" უმასპინძლებს (3:1), ხოლო "მალაგა" "პორტუს" (0:1).

 სალომე ბალახაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42