ასლან აბაშიძისთვის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 13:36

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ასლან აბაშიძისა და მისი ახლო ნათესავებისთვის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, თამაზ ბაკურიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 და 14 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, ჩამორთმეული იქნა ასლან აბაშიძისა და მისი ახლო ნათესავების საკუთრებაში არსებული უკანონო, დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც შემდგომში მიქცეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. დღეისათვის აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონების გარკვეული ნაწილი პრივატიზაციის შედეგად წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და გადაცემულია სხვადასხვა უწყებების სარგებლობაში. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომელთაგანკარგის უფლებაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა, ყველა ღონისძიება გატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43