აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკურ ელფერს ატარებს - მანანა ნაჭყებია

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 13:12

აგრარული უნივერსი-ტეტისთვის ავტორიზაციის    შეჩერებაზე  მიღებული  გადაწყვეტილება  პოლიტიკურ  ელფერს  ატარებს, - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნაჭყებიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც ხდებოდა განათლების რეფორმის და მეცნიერების რეორგანიზაციის საბაბით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და არასასურველი ადამიანების თუ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოშორება, გაუქმება, "ჩარეცხვა", რითაც, მისივე თქმით, ზარალდებოდა ქართული განათლების სისტემა, უნივერსიტეტები და ახალგაზრდა თაობა.

“ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ არც ერთ ამ პოლიტიკურ ჩარევას სიკეთე არ მოუტანია არც ქართული განათლების სისტემისთვის და არც მეცნიერებისთვის. სამწუხაროდ, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ელფერს ატარებს. ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეს გადაწყვეტილება არ არის ორიენტირებული არც ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა და არც აკადემიური პერსონალის ინტერესების დაცვაზე და რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება”, - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

“უცნაურია, რომ ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა ახალ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, აგრარული სექტორის განვითარება უმთავრეს პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული”, - აცხადებს ნაჭყებია. და განათლების სამინისტროს მოუწოდებს, ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის და სისტემის შექმნა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან და არა ასეთი გაუთვლელი და არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა, რომელმაც ბევრი ეჭვი და კითხვა გააჩინა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59