სახალხო დამცველი აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხების გამიჯვნას მოითხოვს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 13:06

აგრარულ აუნივერსიტეტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ განცხადება პირველი რადიოს ეთერში მიხეილ ნანუაშვილმა გააკეთა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სტუდენტებს განათლების მიღების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ, ის პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხების ერთმანეთისაგან გამიჯვნასაც მოითხოვს.

„ათასობით სტუდენტის უფლება, განათლებაზე, არ უნდა იყოს დარღვეული. მათ აქვთ  ამის უფლება და მათ უნდა მიიღონ განათლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება და ეს პრინციპი აუცილებლად იყოს დაცული. რაც შეეხება მეორე მხარეს, ჩვენ უნდა განვასხვავოთ საკითხის სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე. მთავარია, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევა, ყოველგვარი პოლიტიკური მეთოდი რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ღია კენჭისყრით, ექვსი მომხრე და ერთი მოწინაღმდეგე, მიიღეს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება. დაახლოებით 80-გვერდიან დასკვნას, საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარესთან ერთად, ორი დღის წინ, საღამოს 20.00 საათიდან გამთენიის 05.00 საათამდე განიხილავდნენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39