შოთა მურღულია აზიის განვითარების ბანკის ცენტრალურ ოფისში შეხვედრებს გამართავს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 13:01

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია აზიის განვითარების ბანკის მიწვევით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შოთა მურღულიას შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას წარადგენს. გაიმართება, ასევე, მოლაპარაკებები მომდევნო წლებში განსახორციელებელი პროექტების თაობაზეც.

ვიზიტის ფაგლებში შოთა მურღულია, ასევე, დაესწრება კონფერენციას წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ, რომელშიც აზიის განვითარების ბანკის პარტნიორი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად, აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამანეტის უფროსი ლევან ტაბატაძე, რომელიც მანილაში შოთა მურღულიასთან ერთად იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39