ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველას ჭკუა გვასწავლონ - ბიძინა ივანიშვილი

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 12:07

ევრო-პარლამენტარებს საქართველოდან, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხის შემდეგ, კიდევ ერთი წერილი მიუვათ, ამ წერილის ავტორი უკვე თავად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

როგორც პრემიერი აცხადებს, ამჯერად ევროპარლამენარებისთვის საპასუხო წერილის გამოქვეყნებას თვითონ გეგმავს. მისი განცხადებით, „ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველას ჭკუა გვასწავლონ“.

"ის წერილი სირცხვილია ან ევროპარლამენტარებმა არ იცოდნენ, ხელს რაზე აწერდნენ. ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ სიმართლეში ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის სიცრუეში ცხოვრებას ახერხებდნენ", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება გამოცემა, რომელშიც მისი წერილი გამოქვეყნდება.

 ევროპის "სახალხო პარტიის" 23 წევრმა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე დღის წინ კრიტიკული წერილით მიმართა, სადაც პრემიერს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას, რომ ევროკავშირის კარი ქვეყნისთვის დაიხუროს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59