თებერვალში ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 12:11

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 962 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.1% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.9% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.905 დონეზე დაფიქსირდა.

ა.წ. თებერვალში ზრდა დაფიქსირდა წინა თვესთან (18.4%-ით), ხოლო უმნიშვნელო კლება წინა წლის იმავე თვესთან (1.4%-ით) შედარებით.

2013 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით ცალსახად გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (18.2%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (23.4%-ით). განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: თებერვლის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 1.9%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა.

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.896 და 1.205 დონეებზე დაფიქსირდა.

ა.წ. თებერვლის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 199 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 55.5%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 597 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 40.3%) სახით. როგორც ჩანს,

ბიზნეს სუბიექტთა 95.8% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 149 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 9 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43