საქართველოს მთავრობის წევრთა ხელფასი 12%-ით მცირდება

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 12:07

პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასებისთვის, გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს.

მინისტრები, ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს.

პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45