საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი დღეს პრესკონფერენციას გამართავს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 11:43

სასტუმრო “თბილისი მერიოტში” საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი დღეს, 15:00 საათზე, პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც პირველი ორმხრივი ეკონომიკური ფორუმია 2006 წლის შემდეგ.

შეხვედრაში რუსული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან მონაწილეობენ: საქართველოს ბანკების ასოციაცია, ავიაკომპანია „აირზენა“, ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განიხილება შემდეგ თემები:

- საქართველო, როგორც რეგიონის წამყვანი საზღვაო-სახმელეთო და საჰაერო სატრასნპორტო კვანძი;

- ენერგეტიკა, ენერგორესურსები, იმპროტ-ექსპორტი, სატრნაზიტო პროექტები, ელექტროგენერაცია და ქიმიური მრეწველობის კომპონენტების განვითარება საქართველოში;

- საქართველოს საბანკო სექტორი და მისი თანამშრომლობა უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიზნით;

- ტურიზმი, ინფრასტრუქტურული და რეკრიაციული პროექტები და რუსეთის ტურისტული ნაკადების ეტაპობრივი ათვისება;

- სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პროექტები, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება და რუსეთი, როგორც სოფლის მეურნეობის ექსპორტის სტრატეგიული ბაზარი;

- პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების მინიმიზაცია - სახელმწიფოს როლი ბიზნესის ხელშეწყობაში.

ფორუმის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მასშტაბური ბიზნეს-შეკრება თბილისში, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შედგება.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5