იაპონური გუნდი “ასაკო მინამიტანი და ტაოზი ბენდი” ხვალ კონცერტს გამართავს

ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013 - 00:19

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ხვალ,  17.00 საათზე პირველად საქართველოში, იაპონური გუნდი “ასაკო მინამიტანი და ტაოზი ბენდი”  კონცერტს გამართავს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სკოლის მოსწავლეთა ალიანსისა და საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით. 

პროექტის მიზანია ახალგაზრდები გაეცნონ იაპონურ კულტურასა და ფოლკლორს, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს იაპონურ ხელოვნებას, ასევე ხელს შეუწყობს ქართული და იაპონური კულტურის დაახლოებას და ინტეგრაციას სკოლის მოსწავლეებში. ღონისძიებაზე ისინი რამდენიმე იაპონურ სიმღერას შეასრულებენ და ასევე ჩაატარებენ ვორქშოფს სოციალურ პროცესებში იაპონური ხელოვნების თერაპიის შესახებ.

სამომავლოდ გუნდი ამ პროექტის წარმატების დასრულების შემთხვევაში, კიდევ ეწვევა საქართველოს და გამართავს მრავალ საინტერესო ღონისძიებას.

ასაკო მინამიტანი და ტაოზი ბენდის კონცერტს დაესწრებიან საქართველო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობები და კლუბები.

მისამართი: ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას #78

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43