უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის დასკვნა ჟურნალისტებს გააცნო

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 20:56

ვენეციის კომისიამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, ცვლილებების დიდ ნაწილს სასამართლო ხელისუფლებაც დაეთანხმა, თუმცა წარმოდგენილ კანონპროექტში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის ამ უმთავრესი კანონით გარანტირებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრინციპს.

უზენაესი სასამართლო მიესალმება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობას. მისასალმებელია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შენიშვნები და თავის დასკვნაში მიუთითა, რომ „სასამართლო ხელისუფლების მომავალი ფუნქციონირებისა და ორგანიზაციული საკითხების შემუშავების დროს საკანონმდებლო უფლებამოსილების გამოყენებისას პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას“.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკონონდმებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამოთქვამს იმედს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები ზუსტად აისახება კანონში. კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო მზადაა ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მომავალშიც ითანამშრომლოს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51