ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები „დელტა“-ს სტუმრობდნენ

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 20:52

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დღეს საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ. საწარმოში იმყოფებოდნენ ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი  უილიამ ლაჰიუ, სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

უცხოელ სტუმრებს მასპინძლობა სსიპ „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა გაუწია. მან ნატოელ პარტნიორებს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საწარმოს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ასევე, სამხედრო და სამეცნიერო მხარდაჭერა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.

„დღევანდელი სტუმრობის მიზანი ნატოს სტანდარტებთან ქართული შეიარაღების სტანდარტიზაცია და სინქრონიზაცია იყო, რაც, სამომავლოდ, ლოგისტიკური თვალსაზრისით, ნატოს მისიებში ქართული ჯარის ჩართვას, საკუთარი აღჭურვილებით, კიდევ უფრო გაადვილებს. არ დავმალავ, რომ ეს ადამიანები არ ელოდნენ იმ ხარისხის ტექნიკურ განვითარებას, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაქვს. ისინი პირდაპირ გამოხატავენ თავიანთ ინტერესს არამარტო დაგვეხმარონ, არამედ ნაწილობრივ თვითონაც გაიზიარონ გარკვეული ტექნოლოგიები და ჩვენგან ისწავლონ“ - განაცხადა სსიპ „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა.

„დელტას“ საქმიანობის გაცნობის შემდეგ, უცხოელი სტუმრები ჯავშანმანქანებით „დიდგორი“ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ერთ-ერთ საამქროს ეწვივნენ. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ქართულ სამხედრო მრეწველობას. ყველა მათგანმა ცენტრის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „დელტაში“ სტუმრობა მათთვის ძალიან საინტერესო იყო. საწარმოს საქმიანობის გაცნობა დღევანდელი საქართველოს მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

„”დელტამ” ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ნატოს თავდაცვის ატაშეები მოიწვია, რათა ცენტრის საქმიანობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოეწოდებინათ ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დელტაში“ ნატოს მოკავშირეებისთვის ბრიფინგი გაიმართა. ეს არის ამ მთავრობის გამჭვირვალე პოლიტიკის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც მზადაა ალაინსის წევრებთან ღიად ითანამშრომლოს“ - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

საწარმო 15-მდე ქართულ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს. „დელტაშია“ დამზადებული მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ჯავშანმანქანა ,,დიდგორი’’, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და უპილოტო საჰაერო აპარატი. იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების დაწყებამდე, ტარდება კვლევები და ხდება ნიმუშების მეცნიერულ დონეზე დამუშვება. ,,დელტაში’’ 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია გაერთიანებული, სადაც სამოქალაქო და სამხედრო კვლევები მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5