შსს-მ ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე ბესლან კაიმის ძე ლორსანოვი დააკავა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 20:36

მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრისა და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე, ძებნილი ბესლან კაიმის ძე ლორსანოვი დააკავეს.

ბესლან ლორსანოვი ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ყაჩაღობა) და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მკვლელობა) ჩადენილი დანაშაულებისთვის 2011 წლიდან იძებნებოდა.

ამჟამად, დაკავებული გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5