კომისია, რომელმაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყვიტა, წინა მთავრობის შექმნილია - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 18:59

განათლების სამინისტროს მიერ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეწყვეტას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. ივანიშვილის განცხადებით, კომისია, რომელმაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყვიტა,  წინა მთავრობის მიერ არის შექმნილი და აღნიშნა, რომ ტუდენტებს პრობლემები არ შეექმნებათ.

"ეს არის ღია კარის მტვრევა. კომისია, რომელმაც შემოწმება ჩაატარა, სააკაშვილის დროს შეიქმნა. კომისიას აქვს მარტივი კითხვები ამ უნივერსიტეტთან, რომელიც არ ითვალისწინებს ლიცენზიის ჩამორთმევას. მათ ასევე მარტივად შეუძლიათ კომისიის შენიშვნები გაითვალისწინონ და ლიცენზიის აღდგენაც უპრობლემოდ მოხდება", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ღია კენჭისყრით, ექვსი მომხრე და ერთი მოწინაღმდეგე, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. დაახლოებით 80-გვერდიან დასკვნას, საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარესთან ერთად, საღამოს 20:00 საათიდან გამთენიის 05:00 საათამდე განიხილავდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41