YATA-Georgia ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიას გამართავს

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 19:17

თბილისში, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, YATA-Georgia-ს (საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია) ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე: "რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საქართველომ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში".

დისკუსიაზე განიხილება საქართველოს მონაწილეობა ISAF სამხედრო დახმარებისა და სამოქალაქო მხარდაჭერის კუთხით, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის საკითხი და ენერგორესურსებისა და საქართველოს როლი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მხრივ ევროპის ქვეყნებისათვის.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და ექსპერტები. 

YATA-Georgia არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელის მთავარი ფუნქციაა საქართველოში ნატოს ინტერგრაციის პროცესის გაძლიერება. ახალგაზრდული ასოციაცია საქართველოში სხვადასხვა ფორმით მუშაობდა 1997 წლიდან, 2010 წელს კი YATA International-ის სრულუფლებიანი წევრობა მოიპოვა.

დისკუსია გაიმართება 14 მარტს, 16 საათზე, წინამძღვრიშვილის ქუჩა #162-ში. 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45