ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე-ელჩებს შეხვდა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 19:17

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე-ელჩებს: ფილიპ ლეფორს, ანთი თურუნენს და ანდრეი დიშიციას შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვდა.

შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფორმატების მიმდინარე საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში მავთულხლართების ინსტალაციის გააქტიურებულ პროცესთან დაკავშირებით და ელჩებისგან ამ საკითხით დაინტერესება ითხოვა.

ასევე, განიხილეს ახალგორის რაიონში გაზის მიწოდებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციის თემები.

მინისტრმა შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სტუმრებთან ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე, ამნისტიის კანონის ფარგლებში, ეთნიკურად ოსი პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41