არსებობს ბრალდებები, რომ განათლებას და პოლიტიკას ერთმანეთს უკავშირებენ, რაც შესწავლას საჭიროებს - რიჩარდ ნორლანდი

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 18:59

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით,  პოლიტიკური და განათლების საკითხები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, რადგან ეს დემოკრატიისთვისაა საჭირო.

"დემოკრატიისთვის აუცილებელია, რომ არ იყოს ერთმანეთტან დაკავშირებული აკადემიური და პოლიტიკური საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემას ყურადრებას მიაქცევენ, იყო და დღესაც არსებობს ბრალდებები, რომ განათლებას და პოლიტიკას ერთმანეთს უკავშირებენ, რაც შესწავლას საჭიროებს. ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს", - განაცხადა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ღია კენჭისყრით, ექვსი მომხრე და ერთი მოწინაღმდეგე, მიიღეს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება. დაახლოებით 80-გვერდიან დასკვნას, საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარესთან ერთად, საღამოს 20.00 საათიდან გამთენიის 05.00 საათამდე განიხილავდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44