ღაზას სექტორი საზაფხულო კურორტად გადაიქცევა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 18:07

"ჩვენ გვაქვს ყველაფერი ტურიზმის განვითარებისთვის - კაფეები, რესტორნები, სასტუმროები ზღვაზე, სპორტული ობიექტები. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არა მარტო თანამემამულეები დასავლეთ სანაპიროდან, არამედ უცხოელი სტუმრებიც",

- განაცხადა ღაზას სექტორის ტურიზმის სამინისტროს გენერალურმა დიერქტორმა რიზიკ ალ-ჰელომ. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს.

ისლამისტური მთავრობის ხელმძღვანელმა ღაზას სექტორში ისმაილ ხანიამ პალესტინელები იორდანიის დასავლეთ სანაპიროდან მოიწვია, აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრებნი, არაბეთის მოქალაქეებთან ერთად ზაფხულის ზღავზე გასატარებლად.

ის ირწმუნება, რომ ღაზას სექტორი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, იგი უსაფრთხოა ტურისტებისთვის და აქვს ყველა საჭირო ინფრასრუქტურა. "მე გულწრფელად გეპატიჟებით ღაზაში. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რაც ხელს  შეუშლის ტურისტულ იდუსტრიას ისრაელში", - განაცხადა მინისტრმა.

ადგილობრივი ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზას სანაპირო ზოლზე მდებარეობს 12 სასტუმრო, რომელიც შეესაბამება "ადგილობრივ და მსოფლიო" სტანდარტებს.

ტურიზმის განვითარების მთავარ ხელისშემშლელად მან ისრაელის მიერ კონტროლირებადი ლაზას სექტორის შესასვლელი დაასახელა და დაადანაშაულა ისრაელის მთავრობა, ღაზას სექტორის დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტის მცდელობაში.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46