500 ლარამდე შემოსავლის საარსებო მინიმუმი დაუბეგრავი გახდება

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 18:28

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, მოხელეთათვის, რომელთა წლიური შემოსავალი წელიწადში 6 000 ლარს არ აღემატება, საარსებო მინიმუმი ანუ 150 ლარი, ყოველთვიურად დაუბეგრავი გახდება.  

ფინანსთა სამინისტრო საშემოსავლო გადასახადებს ახალი მთავრობის მიერ შემოღებული დაუბეგრავი მინიმუმით დაარეგულირებს.

მოხელეები,  რომელთა შემოსავალი თვეში 500 ლარს შეადგენს, დაუბეგრავი მინიმუმით, აღნიშული თანხა 360 ლარი წლის ბოლოს პირად ანგარიშზე დაუბრუნდებათ.

მინისტრის განცხადებით,  საგადასახადო სისტემაში ცვლილებების განხორციელება იგეგმება. 18 მარტს ფინანსთა სამინისტროში სათათბირო სხდომა ჩატარდება, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების პროექტი, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, შემდგომში საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45