ბენდუქიძემ შეურაცხყოფა იმის გამო მომაყენა, რომ გადაეფარა მისი მისამართით გამოთქმული - ლაშა ჟვანია

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 18:07

პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია, ტელეკომპანია იმედის "ღია ეთერში" აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, კახა ბენდუქიძის, განცხადებებს წვრილმან ხულიგნობას უწოდებს.

როგორც ჟვანიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, არ აპირებს უჩივლოს კახა ბენდუქიძეს ტელეეთერში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებების პრევენცია საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.

"ბენდუქიძემ "ღია ეთერში" შეურაცხყოფა იმის გამო მომაყენა, რომ ის, რაც მისი მისამართით ვთქვი, გადაეფარა. გადაცემის მსვლელობის დროს ბენდუქიძეს იმიტომ არ ვუპასუხე, რომ ჩვენი საუბარი შემდეგ გადაიზრდებოდა კინკლაობაში. პასუხი იმ შემთხვევაში უნდა გამეცა, თუ მას ამის ღირსად ჩავთვლიდი. ბენდუქიძის განცხადებებით მე ზიანი არ მომდგომია, ზიანი მიადგა მას", - განაცხადა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში "ღია ეთერი", სტუმრად მოწვეულმა კახა ბენდუქიძემ პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაშა ჟვანიას მინისტრად დანიშვნის გამო და ჟვანია უხამსი სიტყვით მოიხსენია.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47