მერიამ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად 50 000 დოლარი გადარიცხა

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 18:01

ქალაქის მერიამ 24 წლის მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებელ ფონდში 50 ათასი დოლარი გადარიცხა. ახალგაზრდა მსახიობის გადასარჩენად ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები, კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია ერთიანდებიან.

31 მარტს, საღამოს 5 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო "მარათონი" რომლიდან შემოსული თანხაც ახალგაზრდა მსახიობს ოპერაციის ჩასატარებლად მოხმარდება. გავრცელებული ინფორმაციით უკვე შეგროვებულია 21 ათასი დოლარი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ყორღანაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, რაც ძალიან ძვირია, დაახლოებით 400 ათასი დოლარი.

ასევე გახსნილია სატელეფონო ხაზი ნომრით: 09 01 800 804. ზარის ღირებულება 1 ლარია.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46